06:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 11:53:14, 1111 ნახვა

საზოგადოება
გიორგაძე: პროექტი Check In Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი Check In Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მომავალ წელს ღონისძიებების პროგრამა ძალიან საინტერესო იქნება.

„ტურიზმის ადმისტრაცია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს განაცხადების მიღებას, ვგულისხმობ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების შესახებ წინადადებებს.  ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, შევადგინოთ  კალენდარი, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის დასაწყისში იქნება ცნობილი. როგორც გახსოვთ, წინა წელს საკმაოდ მრავალმხრივი ღონისძიებები გვქონდა. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის შემსრულებლები და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალიც გამოვიყენეთ, როგორც ფოლკლორი, ასევე ესტრადა. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის პროგრამა, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა გიორგაძემ. 

ცნობისთვის, პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც რამდენიმე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა, როგორიცაა Robbie William-ის, Maroon 5-ის, Christina Aguilera-ს და სხვა კონცერტები გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics