00:49 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 22:22:17, 1102 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია, ახლა უკვე ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განცხადებით, უვიზო რეჟიმის დაწესებაზე ფორმალურად უნდა დაველოდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ყველა წევრმა დააფიქსიროს.

​”ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია. ახლა უკვე ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე უნდა დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტში საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, ფორმალურად უნდა დაველოდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება დააფიქსიროს ევროპარლამენტის ყველა წევრმა, თუ როდის ამოქმედდება ეს, ჩაიწერება გადაწყვეტილებაში, ასე რომ დეტალების დაზუსტებას უნდა დაველოდოთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე”, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics