2016-12-07 16:41:43, 2436 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5739 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5744 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7590 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7734 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0144 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან