19:23 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 14:22:17, 1318 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დღეს  აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა  დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობის მოდელით, შესაძლებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა, რის შედეგადაც, პაციენტებს სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ. უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

„ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. იგი 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ამ კლინიკაში ინვესტირებული აქვს 34 მილიონი ევრო და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში საკუთარი კედლებიც კურნავს ადამიანს", - აღნიშნა პრემიერმა.

ახალ კორპუსში, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან.

უახლესი ტექნოლოგიები, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, სიმსივნური უბნის დიდი სიზუსტით, მაქსიმალური დასხივებისა დაგამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics