|
2016-12-06 19:11:02, 1378 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ეწვევა
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ესტონეთის ახლადდანიშნულ კოლეგასთან სვენ მიქსერთან. როგორც საგარეო უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაესვა ამ პროცესში ესტონეთის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ორი ქვეყნის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკას შეიძენს ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის პრეზიდენტოს პერიოდში 2017 წლის მეორე ნახევარში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ეწვიოს საქართველოს. ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას მინისტრების მხრიდან ხაზი გაესვა, საქართველოსთვის ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ასევე იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი რეგიონში ევროკავშირის წარმატებული პოლიტიკის. სვენ მიქსერის განცხადებით ესტონეთი ერთგული რჩება ღია კარის პოლიტიკის მიმართ. მან აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში, ასევე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონეზე ალიანსის საქმიანობაში. ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის ანექსიური პოლიტიკა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების პროცესში ესტონური გამოცდილების აქტიური გამოყენება. ასევე ხაზი გაესვა სხვადასხვა ფორმატებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა 2017 წელს ნორდიკისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილებას.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)