|
2016-12-06 18:50:44, 1331 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარეც საქართველოა. 2017 წლიდან კი საქართველო OGP -ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტში, რომელიც 7-9 დეკემბერს პარიზში ჩატარდება, 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობს. „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე“ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი სამიტის მონაწილე პარტნიორებს მიმართავს და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს. საფრანგეთის დედაქალაქში, სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები და ჟურნალისტები გლობალური გამოწვევების ფონზე „ღია მმართველობის დღის წესრიგთან“ დაკავშირებით, გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბებიან. საქართველოდან „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს'' აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დედაქალაქის თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. სამიტის მონაწილეები განიხილავენ გამჭვირვალობის, ანტიკორუფციულ და კლიმატის საკითხებს და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებს. სამიტის მონაწილეები 300-ზე მეტ პანელზე და სემინარზე გაცვლიან გამოცდილებას და მოაწყობენ ღია მმართველობის იმ შემთხვევების პრეზენტაციებს, რომლებმაც მოქალაქეთა ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარეს კლოდ ბარტოლონეს, ეწვევა საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტს და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)