|
2016-12-06 09:29:10, 1341 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება
6-7 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იგეგმება. ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)