2016-12-05 13:46:56, 3098 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში „ვითიბი ბანკის" ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა
თბილისში „ვითიბი ბანკის" ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა.
მომსახურების ახალი წერტილი მდებარეობს მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზირი 73, მესამე კვარტალი, კორპუსი 1 ა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ვითიბი ბანკი საქართველოში 36 წერტილით არის წარმოდგენილი.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან