|
2016-12-05 12:03:32, 1940 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური რეალობისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესსექტორი იზრდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით, ეს ტენდენცია ასახულია ბიზნესსექტორის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლებში. უწყების ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული,ბიზნესი სამუშაო ადგილების გენერირებას განაგრძობს. „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით,ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2016 წლის მე-3 კვარ-ტალ¬ში, გა¬სული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა და 606.0 ათასი ადამიანი შეად¬გინა. „აღსანიშნავია, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც: 2016 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2015 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 32 257 ადამიანით (6%-ით). 2016 წლის მე-2 კვარტალში, 2015 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 32 521 ადამიანით (5.7%-ით). რაც შეეხება დასაქმების სექტორულ დინამიკას, 2016 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: თევზჭერა, მეთევზეობისდარგი - დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30.9%-თ, რაც ძირი¬თა¬დად უკავშირდება თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის დარგში (4.5%), რაც განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 7.7%-ით, რაც მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა, 2016 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ. ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც.კერძოდ, 2016 წლის 1-2 კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა. გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა - 150%, მშენებლობა - 37%, სასტუმროები - 40%, რესტორნები - 30%, განათლება - 20%, ჯანდაცვა - 76%“,-აცხადებენ უწყებაში. (NS)
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)