|
2016-12-05 10:55:44, 2068 ნახვა
ეკონომიკა
განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში - „პაშა ბანკის” მეორე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
6 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში” „პაშა ბანკი” პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართავს რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც ამჯერად დაეთმობა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე. კონფერენცია ტარდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. MEETING ROOM-ის ეს შეხვედრა უმასპინძლებს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები როგორიცაა: ენერგეტიკული და სატარიფო პოლიტიკა; ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის ძირითადი მოთხოვნები და საშუალებები; კერძო სექტორის გამოცდილება და გამოწვევები; ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროცესში. ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი სპიკერები:
ფორუმის მოდერატორი იქნება ქეთი სანდროშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი. “6 დეკემბერს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილავთ საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას ჰიდროელექტროსანდგურების მაგალითზე. ჩვენ 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მრავალ სექტორთან. ენერგეტიკა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცი ინფორმატიული იქნება ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის. MEETING ROOM-ის პირველი კონფერენციის წარმატების შემდეგ ჩვენ მეტად მოტივირებული ვართ გავაგრძელოთ კონფერენციათა სერია და ვგეგმავთ 2017 წელს კიდევ ორი შეხვედრის მოწყობას,“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას. MEETING ROOM - ის ფარგლებში პირველი კონფერენცია წელს 25 მაისს ჩატარდა და შეხვედრის თემა „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ იყო. აღნიშნული შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და Colliers International. კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ მიწერონ პაშა ბანკს შემდეგ მისამართზე: diana.tigishvili@pashabank.ge
(R)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)