02:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 16:36:40, 677 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე: 2017 წელს ევროკავშირის ბაზარი შავი ზღვის თევზისთვისაც გაიხსნება

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტოდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპულ მხარეს საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო მიახლოების კუთხით განხორციელებული რეფორმების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა.

ევროკავშირის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბოლო წლებში მიაღწია.

დადებითად შეფასდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები თაფლის და შავი ზღვის თევზის კონტროლის მიმართულებით. 

შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ნაწარმოები თაფლი  ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ.

გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში შავი ზღვის თევზთან დაკავშირებითაც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და, შედეგად, ევროკავშირის ბაზარი აღნიშნული პროდუქტისთვისაც გაიხსნება.

 შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics