|
2016-12-02 15:30:50, 676 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბის“ შედეგები შეაჯამეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მედიაციის სახლში პროექტ - „გოგონათა კლუბის“ შედეგები შეაჯამეს. 2016 წელს პროექტში 150 გოგონა ჩაერთო. მისი მიზანია 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ მომავალში ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. პროექტი მოიცავს ტრენინგებს და შეხვედრებს წარმატებულ ადამიანებთან. ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობდა.მასში ჩართულნი იყვნენ საჯარო სკოლებიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან და სხვა ცენტრებიდან გადმომისამართებული მოზარდები. ტრენინგის ძირითადი სამუშაო თემები იყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების გამორკვევაში დახმარება. როგორც პროექტის მონაწილე გოგონები აღნიშნავენ, ,,გოგონათაკლუბი“ მათ ეხმარებათ თვით გამორკვევასა და ცხოვრებისეული მიზნების უკეთ გააზრებაში. პროექტის შეჯამებისას კლუბის მონაწილეებმა თავისუფლად ისაუბრეს ცვლილებებსა და საკუთარ თავში ახლად აღმოჩენილ უნარებზე. პროექტი „გოგონათაკლუბი" მეორე წელია თბილისში, მედიაციის სახლში მიმდინარეობს. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომ, პროექტი კვლავ გაგრძელდება და საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს. „გოგონათა კლუბი“თბილისის გარდა, 2016 წელს ჩატარდა გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და კახეთის რეგიონებშიც. (NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)