2016-12-02 09:08:56, 1949 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.5871 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5871 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7491 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6980 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0511 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან