2016-12-01 16:42:34, 1851 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5871 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7491 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6980 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0511 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან