|
2016-12-01 14:40:25, 885 ნახვა
საზოგადოება
ვალერი კვარაცხელია: 2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოზე გადავა
„2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოზე გადავა“, - აღნიშნული განცხადება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენციის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა. „2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შიდსის მკურნალობის დამოუკიდებლად დაფინანსება. წლების განმავლობაში ამას „გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფდა. 2015 წლიდან პირველი ჯგუფის მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს. 2018 წლიდან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შიდსის მკურნალობის დაფინანსება გადავა სახელმწიფოზე“, - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ. ვემხრობი შიდსის დამარცხებას! - ამ ლოზუნგით, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ ახალი კამპანია დაიწყო, რაც პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, 0 დისკრიმინაციას, ინვესტიციას, ზიანის შემცირებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე ისაუბრა. „ევროპაში ყოვფელდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტი, რათა გაიგოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიიღოს მკურნალობა, რომელიც საქართველოში უფასოა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი,“ - განაცხადა მან. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2016 წელს - 663, ხოლო შარშან - 717. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 1 დეკემბერს, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, 1987 წლიდან აღინიშნება.
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)