|
2016-12-01 12:31:07, 807 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია, რომელსაც საზოგადოება არასდროს მიიღებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ბრიუსელში ამ დრომდე განიხილება, მიუხედავად იმისა, როომ საქართველომ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა უცხოურ სააგენტო Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ონსერვატიული ფაზა რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს და უფრო ინტენსური დღისწესრიგით განვითარდეს. “ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ფაზას გადიან. მიგვაჩნია, რომ ეს კონსერვატიული ფაზა უნდა დასრულდეს რაღაც ეტაპზე, უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური დღის წესრიგით”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულ საერთაშორიო მოთამაშედ რჩება და თბილისი მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს, დაძაბულობის მიუხედავად გააგრძელებს. „ვფიქრობთ, რომ რუსეთი უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც მისმა მეზობლებმა, ასევე საერთაშორისო მოთამაშეება უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ორიენტირებულია რაციონალური დიალოგის პოლიტიკისკენ, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკისკენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ომის რომელიმე მხარემ ჩაითრიოს ქართული მხარე რამე სახის პროვოკაციაში”, - განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. “რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასდროს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანლობა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)