02:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:12:26, 610 ნახვა

საზოგადოება
50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში  50  ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5-სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.

სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს  „მშენებელი 80“-მა განახორციელა.

50-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულად კეთილმოწყობილია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის  სოზარ სუბარის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სახელმწიფომ  2012  წელს, „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

„ბინა მიიღო ოჯახმა, რომელსაც სტიქიამ სახლი  1991 წელს დაუნგრია. 25 წელი გავიდა და პირველი ვინც დაიწყო ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, ეს არის სწორედ  „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება. იგივე პროექტი ხორციელდება  სხვადასხვა რაიონებში, მაგალითად, ქედაში წელს უკვე დამთავრდა ასეთი პროექტი, ხულოში მთავრდება და რამდენიმე თვეში 80-დე ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა.

დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადები  კომისიამ განიხილა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics