01:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 19:06:59, 805 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: 50 ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამეგებლი ნადიმ ვარაშანიძე ესწრებოდნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. 50 ოჯახს გადაეცა არაჩვეულებრივი, კეთილმოწყობილი სახლები, რომლებიც ჩვენ პირადად დავათვალიერეთ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ადამიანებზე ზრუნვა, ადამიანების უფლებების დაცვა, სოციალური პროექტების განხორციელება და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის დასტური"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „მშენებელი 80" -მა განახორციელა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 50 ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია.

ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადებები შერეულმა კომისიამ განიხილა. აღნიშნული კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.

2013-2016 წწ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის რეკომენდაციით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 213 ეკომიგრანტ ოჯახს. დღევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი 50 ოჯახით გაიზარდა, სულ მალე, ხულოს სოციალურ სახლში 80-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემათ ბინები.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics