01:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 18:01:27, 929 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში,  გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ქუჩასთან  მდებარე მისივე სახელობის სკვერში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი  საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ,  დედაქალაქის მერმა,  დავით ნარმანიამ  და საკრებულოს თავმჯდომარემ,  გიორგი ალიბეგაშვილმ გახსნეს. 

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და თბილისის მერმა  სკვერში შეკრებილ საზოგადოებასთან გენერალ გიორგი მაზნიაშვილის გმირობაზე ისაუბრეს. პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომავალი თაობა იცნობდეს საკუთარ გმირებს და პატივს სცემდეს მათ ხსოვნას.

ღონისძიებას  გენერლის შთამომავლები,  ვეტერანები,  ჩუღურეთის  რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის გარკვეული პერიოდი პარიზში ცხოვრობდა და საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა, სადაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ 1937 წელს გიორგი მაზნიაშვილი დაიჭირა და დახვრიტა. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics