|
2016-11-30 16:57:21, 774 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე ყრილობის ჩატარების წესისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მსჯელობენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი პარტიის ყრილობის ჩატარების წესია. „პოლიტსაბჭო პარტიის უმაღლესი მართვის ორგანოა და შესაბამისად პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მიერ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, მისი აღსრულება სავალდებულო იქნება როგორც ჩემთვის, ასევე პარტიის სხვა წევრებისთვისაც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, შედეგი საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას მოემსახურება“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ასევე, განსახილველ საკითხთა შორისაა თავმჯდომარის არჩევაც. „ თავმჯდომარის არჩევის საკითხი ხშირად აპელირდება ჩემთან, თუ რა იქნება ჩემი პოზიცია. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალთან დაკავშირებით მივიღებ მხოლოდ პარტიის გაძლიერებისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემთვის არასდროს ყოფილ ამნიშვნელოვანი, თუ რა პოზიციას დავიკავებდი, მნიშვნელოვანი იდეისთვისა და უკეთესობისთვის ბრძოლა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ, 2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები. აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს. ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს. ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)