2016-11-30 16:39:36, 1849 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5352 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5311 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6980 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6825 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან