|
2016-11-30 15:43:36, 1686 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Global Enabling Trade Report) 2016 წლის რეიტინგში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და 41-ე ადგილი დაიკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 2014 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია ხუთი ადგილით გაუმჯობესდა. უწყების ინფორმაციით, რეიტინგს 136 ქვეყანა აფასებს და ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. რეიტინგი აფასებს ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას საზღვრებს მიღმა და დანიშნულების ადგილამდე. ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის დონეს და პოტენციალს. 7 კომპონენტისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული, თავის მხრივ, სხვადასხვა ინდიკატორებით ფასდება. რეიტინგის კომპონენტებია: ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ხელმისაწვდომობა, სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭვირვალობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მათი ხარისხი, სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი, ოპერაციული გარემო. საქართველოს პოზიცია 2016 წლის რეიტინგში შემდეგ კომპონენტებში გაუმჯობესდა. უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა - 30 ადგილით აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისგაფორმებასთან (კერძოდ DCFTA -ის კომპონენტის). აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როდესაც რეიტინგში აისახება საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგები. სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭირვალობა - 2 ადგილით აღნიშნულ კომპონენტში გაუმჯობესება დაკავშირებულია გაფორმების პროცედურების ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე ექსპორტისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის შემცირებასთან 2014 წელთან შედარებით. სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი - 3 ადგილით აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესება დაკავშირებულია გადაზიდვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ტარიფის შემცირებასთან, ასევე საფოსტო მომსახურების ეფექტიანობის ზრდასთან. საინფორმაციოდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი - 5 ადგილით გაუმჯობესდა ელექტრონული კომუნიკაციების მოცვის მაჩვენებელი (მობილური ტელეფონების მოსარგებლეთა რაოდენობა), ასევე გაიზარდა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხარისხი და რაოდენობა. ოპერაციული გარემო - 17 ადგილით აღნიშნული წინსვლა დაკავშირებულია საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან (111 ადგილიდან 64-ე ადგილამდე), ასევე გაუმჯობესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა ( 25 დან 20-ე პოზიციამდე) და ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის მაჩვენებელი. ანგარიშის მიხედვით, საქართველო იყო და არის ლიდერი ევრაზიის ქვეყნებში, როგორც 2014 წელს (მაშინ ბოლო ადგილზე იყო რუსეთი), ისე 2016 წელსაც (ბოლო ადგილზეა ყირგიზეთი). “საქართველო განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეგიონში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოს პოზიცია რეიტინგში 5 ერთეულით უმჯობესდება 41-ე პოზიციამდე, მაშინ როდესაც რეგიონში წინსვლა ამ მხრივ არ შეინიშნება. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ინდექსის ყველა კომპონენტში ტრანსპორტის გარდა“ აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინდექსის ზოგადი შედეგები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის შეფასებასთან, რომლის მიხედვით ასევე უმჯობესდება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის ხარისხი და პოტენციალი. ბიზნესის კეთების ინდექსის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია საზღვრებს მიღმა ვაჭრობის კომპონენტში წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და დაიკავა 54-ე ადგილი, 2016 წელს იკავებდა 62-ე ადგილს. 2017 წლის რეიტინგში მნიშვნელოვნადგაუმჯობესდა ექსპორტის და იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები“,-ნათქვამია ანგარიშში. (NS)
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)