01:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 14:29:11, 746 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე  სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.  

სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა  დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია.

„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლისდაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა.ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“-განაცხადა თბილისის მერმა. 

გიორგიმაზნიაშვილი 1871 წელს კასპისრაიონში,სოფელსასირეთშიდაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფისარმიაშიმსახურობდა. იგი მონაწილეობდა   პირველმსოფლიოომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში.

გიორგიმაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, რის შედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილი საფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა.1937 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად,გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილ სამყოფელი დღემდე უცნობია.
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" - ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics