01:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 13:30:27, 1054 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გახსნა.

მინისტრის თქმით,საქართველოში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა  ევროკავშირის პროგრამის  (ENPARD)-ის მხარდაჭერით მეორედ ტარდება.

„დღეს ოფიციალურად გაიხსნა მე-16 საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობისა და კვების ტექნოლოგიების შესახებ. გამოფენაზე წარდგენილია 18  ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მათ ფართო კომპანიებთან ურთიერთობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის საშუალება აქვთ და  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მეექვსე პავილიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა. ეს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ევროკავშირის პროგრამა (ENPARD)-ის მხარდაჭერით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოფენა ძალიან წარმატებული იქნება“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენა  Argo/Food/Drink/Tech/ 2016 - საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის მხარდაჭერით გაიმართა.

წელს საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიას“ მე-11, მე-6 პავილიონებსა და გარე პერიმეტრს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა  საქართველოში წარმოადგენს  აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლოესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება.

ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ბიზნესის განვითარების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას.

გამოფენა  Argo/Food/Drink/Tech/ 2016-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

წელს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საკუთარ პროდუქციას-თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი-წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში 18 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, იტალია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ლიტვა, თუქეთი და ა.შ.)  150-მდე კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის  ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „ექსპო-ჯორჯიას“ ორგანიზებით, გამოფენას საქართველოს ყველა რეგიონიდან მცირე ფერმერები დაესწრნენ.

მათ საშუალება აქვთ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს  და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

Argo/Food/Drink/Tech/ 2016-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყების ხელძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა 30 ნოემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯია“ მე-11 და მე-6 პავილიონებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმართება.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics