12:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 12:05:53, 1583 ნახვა

ეკონომიკა
აჭარა ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის 24-ე ტურისტულ გამოფენაზე „TT WARSAV” წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში არსებული ტურიზმის სახეობების შესახებ.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მაშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც მიმდინარე წელს 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია თუ ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია ღებულობდა მონაწილეობას. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოფენის ფარგლებში არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა პიარ კომპანიებისა და ავიკომპანიების წარმოამდგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.

„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა დეპარტამენტისთვის რეგიონს გაუწიოს პოპულარიზაცია და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც მსგავს გამოფენებში მრავლადაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა მთლიანობაში 16 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებზე. ახალი ბაზრების მოსინჯვა აუცილებელია იმის გასაანალიზებლად თუ სად ღირს რეგიონის რეკლამირება და სად არა. რაც შეეხება პოლონეთს, ვიზიტორების რაოდენობა ამ ქვეყნიდან საქართველოში მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანას 41, 926 პოლონელი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 5,5-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics