17:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 17:24:13, 1773 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგია განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას  შეხვდა და მასთან საქართველოსა და EBRD-ს შორის შემდგომი 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგია განიხილა. 

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ დიმიტრი ქუმსიშვილს ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული პარტნიორობა და ნაყოფიერი პოლიტიკური დიალოგი კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. განსაკუთრებული აქცენტი მხარეებს შორის შემდგომი 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე გაკეთდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს მხარეს გააჩნია. მათ შორისაა, კერძო სექტორის განვითარება და ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ხელშეწყობა ღია ბაზრებზე შესასვლელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა  ქართული ბიზნესის მიერ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის სრულად ათვისებასა და გამოყენებაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დაასახელა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზარი და ადგილობრივი ვალუტის გაძლიერება და ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებლის გაზრდა.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება.

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან  ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა,  საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics