|
2016-11-28 17:17:50, 1778 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორისურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ხელმოწერის ცერემინიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ბოლოს დროის ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ამ შეთანმებით გათვალისწინებული რეგულაციები. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონებში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირის შესახებ, ადგილობრივ მეწარმეებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება.კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება. პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას ახორციელებს GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. EU4Business-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესსექტორში ცოდნისა და უნარების განვითარებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმაროსისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მეორანდუმს ხელი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და SME DSFTA GE-პროექტის ხელმძღვანელმა ფილიპ შტენმეინმა მოაწერეს. (NS)
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)