2016-11-28 11:51:00, 658 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“ მე-6 კორპუსის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან დიალოგისთვის მზადაა
„აუდიტორია 115“ თსუ-ს მე-6 კორპუსის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისგან ისეთი შინაარსის მოსაზრებები მოისმინეს, რომლებიც "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება.
ამიტომ, სოფრომაძის შეფასებით, სტრუდენტებთან საერთო ენის გამონახვა მარტივად შეიძლება.
„შეიძლება პოზიციებზე შეჯერება. იმედი მაქვს, მათი მხრიდან ადეკვატურად იქნება აქმული ის ქმედებები, რაც განვახორციელეთ. ამ კორპუსის დაკავებას წინ უძღვოდა ერთი წინაპირობა-მოთხოვნების შესრულება. იმედი გვაქვს, ჯანსაღი შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი“,-აღნიშნა გიორგი სოფრომაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან