2016-11-28 10:25:44, 558 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის წევრები დღეს მარიამ ჯაშს შეხვდებიან
„აუდიტორია 115“-ის წევრები დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მარიამ ჯაშმა სტუდენტებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.
სტუდენტები თვითმმართველობის გაუქმებასა და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევას ითხოვენ. ამ მოთხოვნებს თვითმმართელობა არ იზიარებს. დღესვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, აუდიტორია 115-ის მიერ მე-6 კორპუსის დატოვების მოთხოვნით აქციას გეგმავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან