2016-11-28 09:42:25, 635 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან შობის 40 დღიანი მარხვა დაიწყო
დღეიდან შობის მარხვა დაიწყო. საეკლესიო კალენდრის თანახმად, იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფალ იესო ქრისტეს შობის დღეს დასრულდება. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია.
საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. ყველა ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან