23:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 18:04:46, 943 ნახვა

საზოგადოება
"სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია’’ 30 ნოემბერს პრესკონფერენციას გამართავს

30     ნოემბერს, ოთხშაბათს,  11 საათზე ,,პრაიმ-ტაიმის’’  პრეს-კლუბში გაიმართება   ,,სმენისა   და     მეტყველების     დარღვევის      მქონე     ბავშვთა     დახმარების       ასოციაციის’’   მშობელთა          პრესკონფერენცია     თემაზე: ,,არ    დაუშვათ  შეზღუდული     შესაძლებლობის    მქონე   პირთა    დისკრიმინაცია’’.  პრესკონფერენცია   ეძღვნება   3    დეკემბერს, შშმ   პირთა    უფლებების  დაცვის   საერთაშორისო   დღეს   და   შშმ   პირთა     წინაშე      არსებულ     გამოწვევებს.    

,,სმენისა   და   მეტყველების    დარღვევის    მქონე      ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია’’  1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვების მშობლების მიერ.

ასოციაციის   მისიაა:  შშმ   პირთათვის  თანაბარი    პირობებისა    და    შესაძლებლობების შექმნა  პროფესიული სახელობო გადამზადებისა და დასაქმების  სფეროში,  სოციალური    მეწარმეობის     განვითარება, შშმ  პირთა  დასაქმება,  საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლება.

შშმ   პირთა      სახელობო    გადამზადება    და       დასაქმება    დღეს     სერიოზული   პრობლემაა,    სკოლის    დამთავრების    შემდეგ  ინტელექტუალური    შეზღუდვის     მქონე   პირებს    ექმნებათ     სერიოზული     პრობლემა,ისინი    აღარ     არიან  საჭირო,აღარც      სკოლისთვის,  აღარც    საზოგადოებისთვის.    

ინტელექტუალური   შეფერხების   მქონე   პირები    ყველაზე   მოწყვლადი    ფენაა,   რომელთაც   ყველაზე     მეტად   უჭირთ     დასაქმება,მათ    ესაჭიროებათ დამხმარე    ალტერნატიული  სერვისები,ფუნქციონალური   მიდგომის  პრინციპით  ინდივიდის   ძლიერ  მხარეზე    დაყრდნობით,მულტიდისციპლინური   გუნდის   შეფასების    საფუძველზე    სამუშაოს    ოპერაციებად    დაყოფა,  პროფესიული  გადამზადება  , მხარდაჭერით დასაქმება  და    ამ   გზით    გასვლა   შრომით    ბაზარზე. 

ინტელექტუალური    შეფერხების     მქონე    პირთა   მხარდაჭერისა   და      საზოგადოებაში       ინტეგრაციის     ხელშეწყობის     მიზნით,  საქართველოს   მთავრობის   2014   წლის     17    ივნისის      N1089    განკარგულებით,     ჩვენს     ორგანიზაციას        უსასყიდლო    უზუფრუქტით             სახელმწიფოს    სარგებლობაში       არსებული  უძრავი   ქონება გადმოეცა თემქაზე,    გია   ირემაშვილის  ქ.  N 1,   ყოფილი  205-ე  სკოლა-პანსიონის   მე-3   სართული, 1000  კვ.მ      სოციალური    რეაბილიტაციის  მრავალპროფილიანი  სახელობო    ცენტრის    ასამოქმედებლად,  შშმ  პირთათვის    სხვადასხვა      სახელოსნოების    განვითარებისა   და     შშმ  პირთა დასაქმების   მიზნით. 

ჩვენ,     როგორც      უზუფრუქტუარს    დღემდე       არ    გვეძლევა     შენობაში     შესვლისა   და   ხელშეკრულებით      ნაკისრი     ვალდებულებების      შესრულების      შესაძლებლობა, რადგან       შენობის   მე-3    სართული     დაკავებული    აქვთ  უკანონოდ      შეჭრილ      პირებს,    დევნილთა      სამინისტროდან    მოპოვებული   ინფორმაციის    საფუძველზე,        კომპენსირებულ   პირებს .  დღის      ცენტრის     სახემწიფო   პროგრამა       დღემდე ხორციელდება    ჩემი    სახლის     მისამართზე,   ვაჟა-ფშაველას       გამზირზე,      რომელიც     სამოქალაქო   დაპირისპირების     თავიდან    აცილების     მიზნით,  უსასყიდლოდ    დავუთმე      ბენეფიციარებს.      წლებია     დავდივართ    ერთი     უწყებიდან     მეორე      უწყებაში,      სამართალი    ვერ     ვიპოვეთ.    მივმართეთ      თითქმის    ყველა     სახელმწიფო      უწყებას,მათ     შორის       დევნილთა  და    შინაგან    საქმეთა     სამინისტროებს,   საქართველოს     პრემიერ-მინისტრის     აპარატს,  უნდა    ჩანიშნულიყო     გამოსახლების    პროცესი,   მაგრამ      2015   წელს  11      დეკემბერს    შეიცვალა       კანონი,  ამოღებულ      იქნა        სამოქალაქო       კოდექსის       172-ე      მუხლის     მე-3     ნაწილი, რომელიც    2006     წლიდან     მოქმედებდა.    ძველი      კანონის      მიხედვით,     თუ     ხდებოდა     უძრავ      ნივთზე   საკუთრების      ხელყოფა,   მესაკუთრეს  შეეძლო,      სასამართლო     გადაწყვეტილების     გარეშე, მოეთხოვა         სამართალდამცავი     ორგანოებისგან            უკანონო მოქმედების    აღკვეთა,    ახალი    კანონით     მესაკუთრეს     აღარ     აქვს     ხელშეშლის    აღკვეთის     მოთხოვნის     უფლება,თუ     არ     ექნება    სასამართლო   გადაწყვეტილება.  ამ    კანონის    მიღებამ    კიდევ   უფრო  დაარღვია    შშმ   პირთა  და   მათი  მშობლების    უფლებები,   კანონში      ცვლილებამ კი    არ     დაიცვა  ჩვენი    უფლება,   ხელი    შეუწყო      უკანონობის    წახალისებას ,  დაარღვია     მესაკუთრეთა    უფლებები,    ჩვენ   დღემდე   ვერ    ვახერხებთ    ჩვენი   კუთვნილი    ფართის      დაბრუნებას.

დავამ     სამართლებრივ         სივრცეში   გადაინაცვლა,      რომელიც    არ      სრულდება , საქმე N 2/6320-16   ამჟამად   საქალაქო  სასამართლოშია.      თითქმის     1   წელია  მიმდინარეობს  პროცესის      ხელოვნურად    გაჭიანურება,     გულგრილი    დამოკიდებულება     შშმ  პირთა    საქმის   მიმართ.  ჩვენ   არ    გვჯერა,  რომ   სასამართლო      არის    დამოუკიდებელი, ვინაიდან,   ელვის     სისრწრაფით   იხილება      ნაკლებ მნიშვნელოვანი   საქმეები,      ჩვენი    ორგანიზაციის სასამართლო    პროცესი ჯერ   არც    ჩანიშნულა. რასთან      გვაქვს   საქმე?     ვინ   დგას    ამ    ყველაფრის     უკან? ნუთუ    ასეთი   სუსტია    სახელმწიფო   ინსტიტუტები ,      არ   შესწევთ    უნარი    დახმარება     აღმოგვიჩინონ?   ნუთუ   ასე   ძნელია  დევნილებისთვის   ალტერნატიული     ფართის    შეთავაზება   და  პრობლემის    უმტკივნეულოდ,   ყოველგვარი დაპირისპირების  გარეშე   მოგვარება? ურთიერთგადაბრალებამ,    არაკოორდინირებულმა    მუშაობამ,   გაუმართავმა     სისტემურმა   პრობლემამ   ტრაგიკომედია    შექმნა,   ორი    მოწყვლადი    ჯგუფი,   შშმ   პირები   და     დევნილები,   ერთმანეთს   დააპირისპირა.    ნუთუ   ასე   რთულია    ერთი    შენობის,   ერთი   სართულის   პრობლემის    მოგვარება, რომ  საქმე  სამოქალაქო   დაპირისპირებამდე    არ   მივიდეს?    როდემდე     უნდა     გაგრძელდეს    ასეთი     გულგრილობა,   მერამდენე    3   დეკემბერს   უნდა    შევხვდეთ       ჩვენს     შვილებთან   ერთად      ფართის       გარეშე,   როდემდე    უნდა     გაგრძელდეს  ეს     ცინიზმი  და    უკანონობა,  როდემდე   უნდა    ვიყოთ    ჩემი   სახლის   მისამართზე,როცა       მთავრობის   განკარგულებით ,   ფართი    ჩვენ    გვეკუთვნის?      რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა? ხომ არ შეიძლება ერთის ხარჯზე სხვისი უფლებების დარღვევა?   მით     უმეტეს ,მაშინ  როცა     ჩვენმა   ქვეყანამ     გაეროს  შშმ   პირთა      უფლებების     კონვენციას     მოაწერა   ხელი,   რომლის    რატიფიცირებაც   საქართველოს პარლამენტმა    მოახდინა,   როცა   ასოცირების   შეთანხმებას    მოეწერა   ხელი   და    ევროპასთან     ინტეგრაციის შორს მიმავალი    გეგმები     გვაქვს? ერის    ცივილიზაციის       დონე        იმის   მიხედვით    განისაზრღვრება, როგორ     მდგომარეობაში     არიან   შეზღუდული    შესაძლებლობის     მქონე  პირები,   ჩვენ    ვართ   მშობლები  და     არ     დავუშვებთ    შშმ  პირთა      დისკრიმინაციას!

მივმართავთ   საქართველოს პრეზიდენტს   გიორგი   მარგველაშვილს!

მივმართავთ საქართველოს  პრემიერ- მინისტრს    გიორგი   კვირიკაშვილს,   პირად        კონტროლზე       აიყვანონ     ჩვენი   პრობლემა!

მივმართავთ საქართველოს   ახლად   არჩეულ მთავრობას!

საქართველოს    შინაგან    საქმეთა   მინისტრს    გიორგი   მღებრიშვილს!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით   გადაადგილებულ პირთა     განსახლებისა   და     ლტოლვილთა მინისტრს    სოზარ     სუბარს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს!

უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს!

ახლად   არჩეულ   პარლამენტს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების    წარმომადგენლებს!

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს,      საქალაქო  სასამართლოს,  უმრავლესობასა  და ოპოზიციას, განსაკუთრებული ყურადღებითა და  სიფრთხილით      მოეკიდონ ჩვენს პრობლემას!

გვინდა, კიდევ   ერთხელ  შევახსენოთ    ყველას, რომ შშმ    პირებიც ამ   ქვეყნის   მოქალაქეები     არიან,თქვენი     ამომრჩევლები,მათ უკან მათი  მშობლები,ოჯახები   დგანან,    ჩვენ არ გვინდა, ჩვენი შვილები განიხილებოდნენ სიბრალულის და ქველმოქმედების ობიექტებად, ჩვენ გვინდა,   მათ კუთვნილი ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში.

ნუ აქცევთ ჩვენს შვილების საზოგადოების დევნილად!

"სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის" მშობელთა   სახელით       ვაცხადებთ,      იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო    სტრუქტურები  ყურადღებას არ     მოგვაქცევენ,    არ     დაგვეხმარებიან       ჩვენი     კუთვნილი   ფართის    პრობლემის     მოგვარებაში  და      ვერ    ვიპოვით    სამართალს,        მშობლები ჩვენს    შვილებთან   ერთად  პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას     მივმართავთ!  

დაიცავით    შშმ    პირთა      უფლებები,  3    დეკემბერი   შშმ    პირთა        უფლებების        დაცვის    საერთაშორისო   დღეა!

საკონტაქტო პირი: მაია ასაკიშვილი - ,,სმენია და მეტყველების დარღვევეის მქონე    ბავშვთა დახმარების ასოციაციის’’    თავმჯდომარე. მობ:  599.51.33.97  asakashvili_maia@yahoo.com 

პრესკონფერენცია გაიმართება „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში მისამართზე: კოსტავას ქ. #68 II კორსპუსი, III სართული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics