|
2016-11-25 17:09:56, 659 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ორგანიზებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, შემდეგ კი, დროშებად აღმართული კაბებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი სკანდირებდნენ: - „შეაჩერე ქალზე ძალადობა“; „დაისაჯოს ზიზის მკვლელი“.- და ა.შ. მათი ძირითადი მოთხოვნა შემდეგში მდგომარეობს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ოპერატიულ და სწორ რეაგირებას მოახდენს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის“, - აცხადებს ორგანიზაცია „საფარის“ წევრი შორენა გაბუნია. მისი თქმით, საჭიროა, რომ ხელისუფლება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში მეტად იყოს ჩართული. „ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქალები მრავალმხრივ ჩაგვრას განიცდიან, ეს იქნება კულტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ რელოგიური მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია, გაჟღერდეს ისეთი მესიჯები, რომლებიც ხელისუფლებას გაუჩენს სურვილს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეში უფრო მეტი ჩართულობა ჰქონდეს“, - განაცხადა შორენა გაბუნიამ. მსვლელობის მონაწილეებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაიაც შეუერთდა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა, პრაქტიკაში დიდად არაფერი იცვლება. „ვუერთდები ამ აქციას, მიუხედავად პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებებისა, პრაქტიკაში დიდად არაფერი იცვლება. ყოველი მესამე ქალი ისევ ძალადობის მსხვერპლია .ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში შეიქმნას ცალკე დანაყოფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, გაიზარდოს სამართლადამცავი ოროგანოების მგრძნობელობა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ეს აკლიათ დღეს, როგორც სამართალდამცავ უწყებებს , ისე საზოგადოების წევრებს“, -განაცხადა თამარ კორძაიამ. მან ასევე ტრანსგენდერი ქალების უფლებებზე ისაუბრა. „ტრანგენდერი ქალები განსაკუთრებული ჩაგვრის მსვერპლნი არიან ჩვენს საზოგადოებაში და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა მათი უფლებებ იყოს დაცული. მათ ყოველდღიურად ბრძოლა უწევთ სიცოცხლისთვის და თითოეული ჩვენგან და პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს მათ გვერდით“, - აღნიშნა კორძაიამ. მისივე განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ფემიციდის კრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს. „როდესაც ფემიციდის კრიმინალიზაციის ინიცირება მოვახდინეთ, პარლამენტმა ვერ გაიაზრა რაში იყო საქმე. არ მოუნდათ იმის გააზრება , თუ რა არის ხოლმე ქალის მკვლელობის მოტივი. ამბობდნენ, რომ მკველობა არის მკვლელობა. არ ვიცი მეცხრე მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რომ იმსჯელონ“. -დასძინა კორძაიამ. ქალთა მიმართ ძალადობის არმოფხვრას ქალებთან ერთად მამაკაცებიც ითხოვდნენ. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. „ზუსტად 2 წლის უკან, მსგავსი ტიპის აქცია იმართებოდა. მაშინ უფრო მეტნი ვიყავით და იგივე პოზიცია გვქონდა. ძალადობა , რომელიც ხორციელდება ქალთა მიმართ არის დაუშვებელი და სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ამ ბრძოლაში გამოკვეთილი უნდა იყოს. სამწუხაროდ, 2 წელი გავიდა და ისევ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ. ეს მხოლოდ ქალთა საქმე არ არის, სწორედ იმიტომ ვარ აქ , რომ კაცების ხმაც ისმოდეს. როგორც პარლამენტს, ისე სხვა უწყებებსაც გავაგებინოთ ამ ყველაფრის შესახებ“, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)