|
2016-11-25 15:11:54, 621 ნახვა
საზოგადოება
კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების არქივების 70-ზე მეტი თანამშრომლისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები ეცნობიან არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი. ხუთდღიანი სწავლების ბოლოს მონაწილეები დაათვალიერებენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, დოკუმენტების საცავებს, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას. დაგეგმილია კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში დაცული ფილმის ჩვენებაც. სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
(NS)
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)