22:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:54:27, 1032 ნახვა

საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს.

როგორც ინსპექტორის განცხადებაშია აღნიშნული, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ Google-ს მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს. კომპანიის ინფორმაციით, მათი Gmail-ის ანგარიშების გატეხვას შესაძლოა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელები ცდილობდნენ. იმ პირებს შორის, რომლებსაც შეტყობინებები დაეგზავნათ, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ჰაკერებმა წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე და ანგარიშებზე.

„Google-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მთავრობა დგას შესაძლო შეტევის უკან, არც ის უთქვამს, თუ რატომ გაუჩნდა კომპანიას ასეთი ეჭვი. სამაგიეროდ დაასახელა საფრთხეები, რომლებიც შეტევის წარმატების შემთხვევაში შეიძლება ანგარიშებს დაემუქროს - Google წერს, რომ „ჩვენ ვერ გავამხელთ, კონკრეტულად რამ შეგვაშფოთა, რადგან ჰაკერები ტაქტიკას შეცვლიან, თუმცა თუ წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა თქვენს მონაცემებზე, ან თქვენი ანგარიში სხვა ქმედებებისთვის გამოიყენონ“.

Google-ის ცნობით, ასეთი რამ Gmail-ის მომხმარებელთა მხოლოდ 0,1 პროცენტს ემართება. იმისთვის, რომ მათ რიცხვში არ აღმოჩნდეთ, კომპანია გთავაზობთ, ჩართოთ ორმაგი ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესასვლელად მხოლოდ პაროლი საკმარისი აღარ იქნება. ტელეფონზე მოგივათ კოდი, რომელიც შესაბამის ველში უნდა შეიყვანოთ. ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ორივე ნაბიჯის გავლის შემდეგ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, გაითვალისწინოთ Google-ის რეკომენდაცია და თუ გამაფრთხილებელი მეილი მიიღეთ, ისარგებლოთ ორმაგი ვერიფიკაციით.  ამისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ - ბმულს.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ Google-ის ანგარიშის პაროლი. თუ იგივე პაროლს იყენებდით სხვა ანგარიშებისთვისაც, გამოცვალეთ ისინიც“, - ნათქვამია პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაფართხილებელი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ Facebook-ის მომხარებელებისთვისაც გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics