|
2016-11-24 18:32:48, 827 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის კლინიკაში“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაცია გაიმართა
"ავერსის კლინიკაში" „ფილიფსთან“-თან პარტნიორობითა და ხელშეწყობით ახლად გახსნილი ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაცია გაიმართა. „ფილიფსი“ და ავერსის გუნდი საქართველოში პაციენტის მოვლის გასაუმჯობესებლად ერთობლივად ზრუნავენ და მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობენ. მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ინტერვენციული ქირურგიის მეშვეობით „ფილიფსი“-ს ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დიაგნოსტიკური ოთახი, მრტ მილშიგა, პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული გამოცდილებით იძლევიან საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების, პაციენტის მოვლისა და მომსახურების გაწევის საშუალებას. ასეთი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით დანერგილია მხოლოდ რამდენიმე, მოწინავე ჯანდაცვის დაწესებულებაში. პრეზენტაციას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჯანდაცვის ინოვაციური გადაწყვეტილებები „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, ავერსის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ, სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აკადემიურმა დოქტორმა კახა ქუნთელიამ და „ფილიფსის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა დირექტორმა ალექსანდრე ტურლიჩკინიმ გააცნეს. „დღეს ჩვენ ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში გავხსენით ახალი კორპუსი, რომელშიც დამატებულია ახალი „ფილიფსის“ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი, რომლის მსგავსი არ დგას არც საქართველოში და არც რეგიონში. ასევე გავხსენით ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც დაკომპლექტებულია „ფილიფსის“ ანგიოგრაფიით და არის უმაღლესი დონის. მსგავსი საოპერაციო მსოფლიოში სულ რამოდენიმეა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას და პაციენტებს ექნებათ საშუალება, ასეთი მაღალი დონის აპარატურაზე გაუკეთდეთ ოპერაციები, კვლევები და მიიღონ მაღალი დონის მკურნალობა“,-განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის აკადემიური დოქტორის კახა ქუნთელიას თქმით კი, აღნიშნული ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი ოპტიმალურია დახურული და ღია ქირურგიული პროცედურებისთვის: „ჰიბრიდული საოპერაციო თავის თავში მოიცავს ორ ცნებას. ეს არის ღია ოპერაციების წარმოება, რაც ნიშნავს კვეთით ოპერაციის კეთებას და მეორე ეს არის უსისხლო ოპერაციების გაკეთების საშუალება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ბალონირებას და სტენდირებას. ჰიბრიდული ოპერაცია ეს არის ამ ორი მეთოდის თანხვედრა, ანუ ოპერაცია კეთდება როგორც კვეთით, ასევე ბალონირება სტენდირებით. ჰიბრიდულ საოპერაციოში გაკეთდება ძირითად გულსა და სისხლძარღვებზე ოპერაცია. ასევე ურთულესი შემთხვევები ონკოლოგიური პაციენტებისა, როდესაც შეუძლებელია ჩვეულებრივ პირობებში ოპერაციის წარმოება სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოში სიმსივნის ჩაზრდის გამო. ამიტომ, მაქსიმალურადაა შექმნილი ჰიბრიდულ საოპერაციოში პირობები როგორც რედგენოროლოგიური, ისე სხვა თვალსაზრისით, რომ გაკეთდეს ზუსტი ოპერაცია“,-აღნიშნა კახა ქუნთელიამ. (R)
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)