14:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 10:56:30, 1724 ნახვა

ეკონომიკა
„ტერაბანკის“ კაპიტალი 10 მილიონი ლარით გაიზარდა

ტერაბანკის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილებით, ბანკის სააქციო კაპიტალი 10 372 000  ლარით გაიზარდა.

აქციონერთა გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი საქართველოში ბიზნესსაქმიანობას გრძელვადიანი პერსპექტივით განიხილავენ და დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესურთიერთობის გაღრმავებით.

„მივესალმებით აქციონერთა გადაწყვეტილებას, ვინაიდან, მათი ნდობა ჩვენი საქმიანობის მიმართ ძალიან დასაფასებელია.  კაპიტალის მოცულობის ზრდა, ბუნებრივია, სასიკეთოდ აისახება ტერაბანკის მომხმარებლებზე. გაზრდილი კაპიტალი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დაკრედიტება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი - თეა ლორთქიფანიძე.

22 ნოემბრის ხელმოწერით აქციონერებმა ტერაბნკის საერთო ინვესტიციის მოცულობის ზრდა დაადასტურეს და ამ დროისთვის ბანკის განაღდებული კაპიტალი  121 372 000 ლარს შეადგენს.

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბანკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში, მათ შორის - საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics