|
2016-11-24 10:32:49, 1543 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7% იქნება, ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი 5,2%. ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი 22 ნოემბერს დაასრულეს. ვიზიტის დასრულებისას კი ფონდის მისიამ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. “შენებული გლობალური ზრდის კონტექსტში, საქართელოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა და განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ინვესტიციების მხარდაჭერით 4%-მდე გაიზრდება , ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი”, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)