|
2016-11-22 16:41:24, 1623 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და “Welcome to Georgia“-ს თანამშრომლობით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობა გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 2 დეკემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართება. ნომინაციაში “ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით” გამარჯვებულს, საქართველოს ბანკი ფულადი პრიზით და ერთი წლის განმავლობაში უფასო საოპერაციო პროდუქტებით დააჯილდოვებს. "დაჯილდოების ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულებს აუდიტორული კომპანია "ბიდიო საქართველო" გამოავლენს. საქართველოს ბანკის ინტერესის სფერო ბიზნესის მხარდაჭერაა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი ნომინაცია არის "ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით", რომელიც რა თქმა უნდა ტურიზმში მოღვაწეობს. საქართველოს ბანკი ნომინაციაში გამარჯვებულს ფულად პრიზს და 1 წლიან უფასო საოპერაციო პროდუქტებს შესთავაზებს. ასევე ნებისმიერ მომსახურებაში შევეცდებით, რომ ვიყოთ ეფექტური მათთან ურთიერთობაში. ჩვენი ბანკის ინტერესია, მხარი დავუჭიროთ ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. ჩვენ სხვადასხვა პროექტებით ვცდილობთ ამაში ვიყოთ ჩართული და ერთ-ერთი არის სწორედ ეს დაჯილდოება", - განაცხადა „საქართველოს ბანკის” ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ მასურაშვილმა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. "საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია ცერემონიალის მხარდამჭერია. მიზანი გახლავთ, საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წახალისება და სტიმულირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში რეკორდული რაოდენობები ფიქსრიდება ტურისტული ნაკადების და ასევე შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ამ ფონზე ჩვენ ამ ცერემონიით გარკვეულწილად მადლობას ვუხდით კერძო სექტორს, ძალიან აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები საქართველოში თავს კარგად გრძნობდნენ და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებებით ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. "Welcome to Georgia"-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო, რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე, პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და ტურ ოპერატორებმა. ასევე, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების, სერვისის მიმწოდებლებმა, ღვინის კომპანიებმა, მოგზაურმა ფოტოგრაფებმა, გასართობმა და ბიზნეს ობიექტებმა. "პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ბანკი არის ოფიციალური პარტნიორი ჩვენი პროექტის, ასევე ბანკმა მოგვცა საშუალება, რომ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი დამატებითი ნომინაციის წარდგენის საშუალება გვქონოდა. ამ ნომინაციამ შესაძლებლობა მოგვცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო პროექტში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჯილდო და ღონისძიება იყოს ღირსეული და საამაყო თითოეული მონაწილისთვის", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ. ნომინანტების შეფასების პროცესი 2 ეტაპად იყო გაყოფილი. პირველ ეტაპზე - პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა "ბიდიო საქართველო"-მ, შესაბამისად გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში. შეგახსენებთ, “Welcome to Georgia“-ს გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია, 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან, როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)