|
2016-11-22 13:25:23, 616 ნახვა
საზოგადოება
„პაციენტებმა უფრო მეტჯერ მიიღეს სპეციალისტის დანიშნულება, ვიდრე წინა წლებში, რამაც ამბულატორიული მედიკამენტების მოხმარება გაზარდა“
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (Unicef) ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევას, სადაც მიმოხილულია მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარებების ზეგავლენა სიღარიბეზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარჯები. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების წილი მნიშვნელოვნადაა შემცირებული წინა წლებთან შედარებით. საარსებო მინიმუმს ქვემოთ მცხოვრები ბავშვები: 2009 წელი- 40.7 %,2011 წელი- 38,6%, 2013 წელი- 20,6 %, 2015 წელი- 15,6 % (საარსებო მინიმუმს ქვემოთ მცხოვრები ბავშვი ნიშნავს , რომ ის ყველა აუცილებელ საჭიროებას ერთდროულად ვერ იკმაყოფილებს- მაგალითად ტანსაცმელს, საკვებს, სასწავლო ნივთებს და ა.შ. ანუ ისინი დღეში 2,5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ.) იგივე კვლევის მიხედვით შემცირებულია სიღარიბის ზოგადი მაჩვენებელიც: 2009 წელს - 49%; 2015 წელს - 21.7% კვლევაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სოციალური პროგრამა 2015 წლიდან უფრო მეტად ორიენტირებული გახდა ბავშვიან ოჯახებზე და ეს ფაქტიც, გარკვეულწილად, განაპირობებს ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის კლებას. „ექსპრესნიუსი“ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ უნისეფის კვლევის მიხედვით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დანერგილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გარანტირებული დახმარება გაუწია იმ მოქალაქეებსაც (მოსახლეობის 50% ზე მეტი), ვინც იქამდე ვერ სარგებლობდა სახელმწიფო პროგრამებით და ამიტომ ისინი ზღუდავდნენ ექიმთან ვიზიტს- იშვიათად სარგებლობდნენ სამედიცინო მომსახურებით. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯანდაცვაზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხსნიან იმ ფაქტს, რომ კვლევის მიხედვით, გაზრდილია საშუალო წლიური ხარჯი (2013წ-243 ლარი; 2015წ -346,8ლარი), ასევე მთლიან დანახარჯში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი (2013წ 7%, 2015წ 8,1%). „რომელიც ასევე დაადასტურა შინამეურნეობების დანახარჯების 2014 წლის კვლევამ (WHO, WB, USAID), მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიეცა შესაძლებლობა, ბარიერების გარეშე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. პაციენტებს აქვთ თავისუფალი არჩევანის საშუალება, გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და შემცირდა მოცდის პერიოდი. პროგრამით მოსარგებლეები გახდნენ ის პირებიც, ( 2 მილიონზე მეტი მოსახლეობა), ვისაც მანამდე არ შეეძლო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა. ჯიბიდან გადახდები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენს პაციენტების თანაგადახდის ან ლიმიტს ზედა თანხების წილს გაიზარდა მას შემდეგ , რაც სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების გამო, გაიზარდა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. მედიკამენტების მოხმარებაზე თავის კვლევებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია,USAID და მსოფლიო ბანკიც წერდნენ. მათ, ისევე, როგორც Unicef ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პაციენტებმა, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმაც, უფრო მეტჯერ მიიღეს სპეციალისტის დანიშნულება, ვიდრე წინა წლებში. ამან ლოგიკურად გაზარდა ამბულატორიული მედიკამანტების მოხმარება, რასაც დაერთო რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედებაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტების მხრიდან თვითმკურნალობას. უნისეფის კვლევაც ადასტურებს, რომ მაგალითად სოფლად გაზრდილია ექიმთან ვიზიტის რაოდენობა 2013 წელი- 27,7%; 2015 წელი-- 39,1%. შესაბამისად, მოიმატა დანიშნული მედიკამენტების რაოდენობამ და მასზე გაწეულმა ხარჯმა (2013 წელი 146,2 ლარი; 2015 წელს 242,6 ლარი)“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მედიკამენტებზე დანახარჯების ზრდა სწორედ იმით ახისნება, რომ სპეციალისტის დანიშნულება პაციენტებმა უფრო მეტჯერ მიიღეს. თუმცა, ასევე აცხადებენ, რომ სამომავლოდ ჯანდაცვის პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ მოსახლეობას ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმაროს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)