20:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 22:47:44, 670 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: საშემოდგომო გაწვევა რომ შევაჩეროთ, შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა გაუჩნდება

დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა [თინა ხიდაშელმა], ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემს მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში, გადაცემაში „მთავარი“ სტუმრობისას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საუბრისას განაცხადა. 

პრეზიდენტის განცხადებით, 2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. მისივე თქმით, ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც პრეზიდენტმა 4 მინისტრთან. მანვე აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა

„2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით. ეს იყო დოკუმენტი რომლითაც მე ვიმუშავე 4 მინისტრთან. ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა. დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა, ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემს მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში "მთავარი" საგაზაფხულო გაწვევასა და 2017-2020 წლების სტრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონცეფცია თავდაცვის მინისტრის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი. 

„ჩვენ მოვისმენთ უფრო კონცეპტუალურ მსჯელობას თავდაცვის მინისტრისგან, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც წარმოდგენილი იქნება 2017-2020-ის სტრატეგიული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის მარტო გაწვევა, ეს არის რეზერვის კონცეფცია, ეს არის კონცეფცია იმის თაობაზე, რა ფორმით უნდა ვითარდებოდეს ქართული არმია. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ მომავალში როგორ განვითარდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ეს ნაწილი. ჩვენი არმია დაკომპლექტებულია, ძირითადად, პროფესიონალი ჯარისკაცებით, რომელთაც სერიოზული სკოლა აქვთ გავლილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს თანმაშობენ წვევამდელები, რომელთა საკითხსაც დეკემბერში განვიხილავთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics