|
2016-11-21 16:37:08, 1710 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ DCFTA საკითხზე გამართული მედიატურის მონაწილეებს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მედიატურში, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებს მიეძღვნა. ორდღიანი მედია ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) დაფინანსებით ჩატარდა. გენადი არველაძემ თავის პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა DCFTA-ისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება მოიტანს საქართველოსთვის. მისი განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ მაღალი სტანდარტით ნაწარმოები კონკურენტუნარინი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. არველაძის თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მედიატურის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორთან. მედიატურის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები ასევე გააკეთეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)