|
2016-11-21 14:49:20, 720 ნახვა
საზოგადოება
უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციაზე ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ტელეკომპანიის თანამშრომლები. როგორც ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუ რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს დღეს ქართული ინსტანციის ყველაზე მაღალი მართლმსაჯულება. "ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ჩვენ გვინდა ის პასუხისმგებლობა შევახსენოთ კოლეგიას, რომელიც ახლა ზის და რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს. ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესები გამოიარა ტელეკომპანიამ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს უზენაეს სასამართლოში და ჩვენი საქმე დაუბრუნდება წინა ინსტანციას განსახილველად", - განაცხადა უდუმაშვილმა. უზენაეს სასამართლოსთან მიბილიზებულია საპატრულო პოლიცია.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)