14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 11:21:47, 1548 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1701 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (7%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8256 მილიონ აშშ დოლარს (31%-ით მეტი).

„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5859 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6555 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1332 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2828 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 453 მლნ. აშშ დოლარი იყო (16 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2375 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 32, 29 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 33 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2126 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 6 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1554 მლნ. აშშ დოლარი იყო (0.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 15 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 19 პროცენტი).

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1830 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1270 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (687 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 265 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 146 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 138 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2616 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 476 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 374 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics