19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-20 10:29:13, 761 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ

 „ სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი  იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში პატრიარქ კირილისთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, „საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ქართველი და რუსი ხალხისთვის.

„ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა.  ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი  იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და  ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია მეორემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics