14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 16:03:42, 1846 ნახვა

ეკონომიკა
ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასლანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საწარმო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოების მშენებლობა დაიწყო 2016  წლის 3 ივნისს და  5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის  ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა  30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცეში დასაქმდა 200 მდე ადამიანი. წარმოების პროცესში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის გამხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300 მდე გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალი საწარმოს ინვესტორს გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95 პროცენტი საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

„ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან  წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ.

გურიის მხარეში ვიზიტისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაში. მისი მშენებლობა 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით6 განხორციელდა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics