|
2016-11-15 16:17:36, 1696 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო შენდება
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ლიდერფუდი“ წარმოების გაფართოებას შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საწარმო რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალ-ტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება და განვითარება. „ამასთანავე, მნიშნელოვანია, რომ კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს. კომპანიაში სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700 ადამიანამდე გაიზრდება, ხოლო საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში. შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 დოლარს შეადგენს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ცნობისთვის, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
(NS)
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)