13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 15:26:05, 1473 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი OPIC-ის მმართველ დირექტორს ქენეთ ენჯელს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს, ქენეთ ენჯელს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისათვის, რომლებიც OPIC-ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში.

აღინიშნა, რომ OPIC-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ორი პროექტის დამტკიცებას ემსახურება, რომლებზეც მიმდინარეობს ამერიკულ კორპორაციასთან აქტიური მოლაპარაკებები.

საუბარია ქ. თბილისში, 120 საწოლზე გათვლილი  დედათა და  ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის გახსნაზე, რომელიც ამერიკული სტანდარტებით აშენდება და მოემსახურება პაციენტებს. გათვალისწინებულია, რომ თბილისში მდებარე ცენტრი გახდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც OPIC-ის თანამონაწილეობა 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში , რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას.

მეორე პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ფოთში შპს „პეის ტერმინალის“ ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 100.5 მილიონი აშშ დოლარია, OPIC-ის თანამონაწილეობა კი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 100-მდე დასაქმებულს მშენებლობის პროცესში და 90 -მდე ახალი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას პორტის გახსნის შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კორპორაციასთან ასევე წარმატებული და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება.

ცნობისთვის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს  აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში.  OPIC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთომრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. ასევე OPIC ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

1993 წლიდან დღემდე კორპორაციამ საქართველოში განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში სხვადასხვა მიმართულებით. დღესდღეობით OPIC ჩართულია 20-ზე მეტ აქტიურ პროექტში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics