13:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 14:22:50, 1605 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნული.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის ოქტომბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით ინდექსი 1,9 პროცენტით შემცირდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით დაფიქსირდა ინდექსის 23,7 პროცენტიანი ზრდა.

„2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 1,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (1,5 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (3,2 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,19 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 2,7 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -2,21 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ქიმიური წარმოების (-20,9 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-6,6 პროცენტი) ქვესექციებზე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და, შესაბამისად, სექციამ 0,56 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics