13:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 11:59:56, 1914 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკული კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში”

“ნიუ ჰოსპიტალსში” ინტეგრირდა “ამერიკული კლინიკა თბილისში”, რომელიც პაციენტებს  სთავაზობს სრულიად ახალ სერვისებს.

“ნიუ ჰოსპიტალსსა” და ამერიკულ კლინიკას შორის თანამშრომლობა გულისხმობს  არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობას როგორც კლინიკური პრაქტიკის განვითარების კუთხით, ასევე  საერთაშორისო Joint Commission International (JCI)   აკრედიტაციის მიმართულებითაც.

დღეის მდგომარეობით “ნიუ ჰოსპიტალსი” და “ამერიკული კლინიკა” პაციენტებს სთავაზობს ტელემედიცინის საშუალებით 20-მდე ექიმ სპეციალისტის მომსახურებას. ასევე შესაძლებელია საქართველოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების გადაგზავნა “ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციაში” რთული შემთხვევების განხილვისა და კვლევების ინტერპრეტაციის მიზნით.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში “ნიუ ჰოსპიტალსში” პერიოდულად ჩამოვლენ ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი და ამერიკელი ექიმები, რომლებიც ჩაატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც “ამერიკული კლინიკა თბილისში” დამფუძნებელი ბატონი გიორგი კაციტაძე აღნიშნავს “ “ნიუ ჰოსპიტალსი” არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ პაციენტებს ვაწვდით მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და რაც მთავარია ვაყალიბებთ პროფესიულ კავშირების მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი “ნიუ ჰოსპიტალსი” ნერგავს და ავითარებს სრულიად ახალ და პროგრესულ მიმართულებებს, როგორიცაა ტელემედიცინა და ასევე ხელს უწყობს წარმატებული ექიმების იტეგრაციას და პროფესიული კავშირების განვითარებას”.

 “ნიუ ჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორი ბატონი ნიკა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ  “დღეს ნიუ ჰოსპიტალში პაციენტები ასევე  სარგებლობენ ამერიკული სტანდარტების და ხარისხის სამედიცინო სერვისებით, ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა პაციენტებს მივაწოდოთ ის სერვისები, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად მათ უწევდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება”.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics