2016-11-14 16:57:50, 1674 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4890 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4899 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6797 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7098 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0301 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან